• ქართული
  • English
  • rchevebi

    საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებებია:

    ფასიანი ქაღალდები – ფასიან ქაღალდებში ეფექტურად ინვესტირება რთულია უახლესი ინფორმაციის და ბაზრის კომპეტენტური შეფასების გარეშე. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და ვატარებთ კვლევებს, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს უკეთ მოახდინონ კაპიტალის განაწილება მათთვის საინტერესო ინსტრუმენტებში;
    ფონდები – ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება ფონდების მუშაობას და ეხმარება კლიენტებს პერსპექტივაში მომგებიანი ფონდის შერჩევაში
    შერწყმები და შესყიდვები – ამ ტიპის კორპორაციული გარიგებების მონაწილეების სასარგებლოდ კაუკასუს კაპიტალი მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე მიზნის იდენტიფიცირებას და შეფასებას, ასევე პოტენციური ინვესტორების მოძიებას.
    კაპიტალის მოზიდვა – ჩვენ ვიკვლევთ დამატებითი კაპიტალის წყაროებს და ვახორციელებთ კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას ემისიის მართვის მთელი პროცესის განმავლობაში