მომსახურების მუდმივი გაუჯობესება და სრულყოფა
ყველაზე მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები საუკეთესო პირობებით ბაზარზე
ივაჭრეთ აქციებით, ობლიგაციებით, ოფციონებით, ფიუჩერსებით, ძვირფასი ლითონებით, ETF-ებით, CFD-ებით და სხვა მრავალით ერთი უნივერსალური ანგარიშიდან ჩვენთან
ივაჭრეთ მსოფლიოს 100-ზე მეტ ბირჟაზე ჩვენი მოწინავე საბროკერო ტექნოლოგიების გამოყენებით
სრულად„კაუკასუს კაპიტალი“ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს უწევს სრულ საინვესტიციო–საბანკო მომსახურებას, რაც მოიცავს ფინანსურ კონსულტაციებს და კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს
სრულად„კაუკასუს კაპიტალი“ გთავაზობთ სრულფასოვან საკონსულტაციო მომსახურებას ტრანზაქციის ყველა ეტაპზე. ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ბაზრის ანალიზი აადვილებს საინვესტიციო მიმართულების სწორად შერჩევის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
სრულად„კაუკასუს კაპიტალი“ არის ერთ-ერთი მოწინავე საბროკერო კომპანია საქართველოში, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოქმედებს 2006 წლიდან (რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ლიცენზია #20047). ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ინვესტორებს საინვესტიციო ამოცანების რეალიზებაში და ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის საფინანსო ბაზრების შესაძლებლობანი.შეგვაქვს რა ჩვენი წვლილი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საქმეში, ჩვენ ასევე მუდმივად ვაფართოვებთ მოქმედების არეალს საზღვრებს გარეთაც, რაც შესაძლებლობას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ უცხოური მაღალლიკვიდური სავაჭრო ინსტრუმენტები. ასეთი მიდგომა აადვილებს ინვესტიციის დივერსიფიკაციას და რისკების ეფექტურ მართვას.„კაუკასუს კაპიტალის“ კლიენტები სარგებლობენ სრულყოფილი საკონსულტაციო მომსახურებით ტრანზაქციის თითოეულ ეტაპზე, რაც ეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენს მიერ მოწოდებული საინვესტიციო რჩევები მაქსიმალურდ მორგებულია თქვენს ფინანსურ სტრატეგიაზე. კომპანია ორიენტირებულია კლიენტებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე სადაც პარტნიორობა და ნდობა საქმიანობის განუყოფელი დეტალებია.