• ქართული
  • English
  • წლების განმავლობაში „კაუკასუს კაპიტალმა“ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე თავი დაიმკვიდრა როგორც საიმედო და გამოცდილმა საბროკერო კომპანიამ.

    ჩვენ გთავაზობთ სრულ საბროკერო მომსახურებას, რაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან ერთად კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებასაც გულისხმობს.

    ჩვენი მოწინავე სავაჭრო ტექნოლოგიების დახმარებით საშუალება გეძლევათ მოახდინოთ ინვესტიცია გლობალურ ბაზრებზე და მსოფლიოს 100-ზე მეტ ბირჟაზე ივაჭროთ ფინანსური ინსტრუმენტების ყველაზე ფართო სპექტრით.

    უცხოური ფინანსური ქაღალდებით ვაჭრობისას:

    • თქვენი აქტივები განთავსებულია მსოფლიოს წამყვან, ყველაზე საიმედო ბანკებში;
    • ფასიანი ქაღალდების თითოეული ანგარიში დაზღვეულია:
      • აშშ-ის ფასიან ქაღალდების ინვესტორთა დაცვის კორპორაციის (SIPC) მიერ $500,000-მდე (მ. შ. ფულადი სახსრები $250,000-მდე).
      • ასევე მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიის Lloyds of London-ის მიერ – $30 მილიონამდე (მ. შ. ფულადი სახსრები $900,000-მდე).

    რა თქმა უნდა, ჩვენ გთავაზობთ ქართულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მომსახურების სრულ სპექტრსაც.

    დავალებებს ასრულებენ გამოცდილი ბროკერები, რომლებიც მაქსიმალურად ითვალისწინებენ კლიენტის საინვესტიციო მიზნებს.

    ყოველი დადებული გარიგების შესახებ კლიენტს წარედგინება დეტალური ანგარიში.

    ჩვენ პრაქტიკულად მინიმუმადე დაგვყავს საბროკერო მომსახურების ტარიფები, რაც თქვენი ფინანსური წარმატების კიდევ ერთი საწინდარია.