• ქართული
  • English
  • [mkdf_animations_holder css_animation=”mkdf-element-from-left” animation_delay=”200″ animation_speed=”700″]
    q
    [/mkdf_animations_holder]

    საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებებია:

    ფასიანი ქაღალდები – ფასიან ქაღალდებში ეფექტურად ინვესტირება რთულია უახლესი ინფორმაციის და ბაზრის კომპეტენტური შეფასების გარეშე. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და ვატარებთ კვლევებს, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს უკეთ მოახდინონ კაპიტალის განაწილება მათთვის საინტერესო ინსტრუმენტებში;

    ფონდები –   ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება ფონდების მუშაობას და ეხმარება კლიენტებს პერსპექტივაში მომგებიანი ფონდის შერჩევაში

    შერწყმები და შესყიდვები – ამ ტიპის კორპორაციული გარიგებების მონაწილეების სასარგებლოდ კაუკასუს კაპიტალი მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე მიზნის იდენტიფიცირებას და შეფასებას, ასევე პოტენციური ინვესტორების მოძიებას.

    კაპიტალის მოზიდვა – ჩვენ ვიკვლევთ დამატებითი კაპიტალის წყაროებს და ვახორციელებთ კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას ემისიის მართვის მთელი პროცესის განმავლობაში.