
მძიმე საგარეო ფაქტორების და დაბალი საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, UBS-მა „დოიჩე ბანკის“ (Deutsche Bank) აქციების საპროგნოზო ფასი EUR 7.8-დან EUR 5.7-მდე დასწია.
ინვესტორები ბანკისგან საინვესტიციო ბანკის მიმართულების შეკვეცას მოითხოვენ, განსაკუთრებით „კომერცბანკთან“ (Commerzbank.) შერწყმის მოლაპარკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ.
„დოიჩე ბანკის“ აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 5%-ითაა დაწეული.