„კაუკასუს კაპიტალი“ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს უწევს სრულ საინვესტიციო–საბანკო მომსახურებას, რაც მოიცავს ფინანსურ კონსულტაციებს და კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. დარგის სიღრმისეული ცოდნა და გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩვენს კომპანიას საშუალებს აძლევს მართოს რთული კორპორატიული გარიგებები ყველაზე ხელსაყრელი პირობებით ...
კომპანიებს, რომლებიც ორიენტირებული არიან სწრაფ ზრდაზე, „კაუკასუს კაპიტალი“ დაეხმარება კაპიტალის მოზიდვაში წილობრივი და სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსების გზით. ჩვენი მომსახურება გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას, ემისიის მომზადებას და განხორციელებას და ფასიანი ქაღალდების პირველად განთავსებას საჯარო და არასაჯარო შეთავაზების გზით.
„კაუკასუს კაპიტალი“ სტრატეგიულ რჩევებს სთავაზობს შერწყმებისა და შესყიდვების ტიპის კორპორაციული ტრანზაქციის მონაწილეებს. ასევე კონსულტაციას ვუწევთ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ კორპორაციულ რესტრუქტურიზაციას.